“ღორი, ნაძირალა” – ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის ბანერზე ელენე ხოშტარიამ წარწერები გააკეთა

“ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის კარიდან ბანერი მოაძრო და მას “ღორი”, “ნაძირალა” წააწერა.

თბილისის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადაყენების მოთხოვნით სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა აქციაც გამართეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობასთან კონსულტაციები გაიმართება.

ცნობისთვის, საკრებულოს წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

“როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ იდიოტები ან პროვოკატორები არიან“, – დაწერა კუხიანიძემ სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები