სალომე ზურაბიშვილი: არ მაქვს უფლება, საზოგადოებას, ან პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო მოდელზე პირადი მოსაზრება თავს მოვახვიო

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მას საკუთარი მოსაზრება აქვს. თუმცა, მისივე თქმით, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, არ აქვს უფლება, პირადი მოსაზრება საზოგადობას ან პოლიტიკურ პარტიებს თავს მოახვიოს.

“რომელ საარჩევნო მოდელსაც ვემხრობი, არაერთხელ მაქვს ნათქვამი. მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტს, უფლება არ მაქვს, ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს, რადგან ვარ ქვეყნის პირველი პირი და პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. მე ამ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებს უნდა დავუთმო თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, მე ვისურვებდი, ამ საკითხზე დაპირისპირების მაგივრად, მოინახოს რაიმე გამოსავალი, რადგან ეს საჭიროა ქვეყნის სტაბილურობისთვის და მშვიდობიანი განვითარებისთვის. მე ამის მომხრე ვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები