მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნების ნუსხა გამოქვეყნდა

ამერიკულმა ჟურნალმა U.S.News-მა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნების ნუსხა შეადგინა, რომლის სათავეშია ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე ადგილს რუსეთი იკავებს, ხოლო სამეულის ბოლოს ჩინეთი განთავსდა.

სიის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი კრიტერიუმები, როგორიც არის მშპ, მოსახლეობის რაოდენობა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მსოფლიოს მედიაში გამოჩენის სიხშირე, გლობალური ეკონომიკური მოდელების შექმნაში მონაწილეობა. გარდა ამისა, ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ „თუ ძლიერი ქვეყანა რაიმე პირობას დადებს, საერთაშორისო საზოგადოების, ნაწილს მაინც სჯერა, რომ ის დანაპირებს შეასრულებს“.

სიის ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, ისრაელი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, არაბეთის გაერთიანებული საამიეროები, კანადა, ირანი, შვეიცარია, ავსტრალია, თურქეთი, ინდოეთი, იტალია და ერაყი.

ნაკლები გავლენის მქონე ქვეყნების ათეულის ჩამონათვალი: ესტონეთი, ლატვია, სლოვენია, სლოვაკეთი, ლიეტუვა, ხორვატია, ურუგვაი, ბულგარეთი, კოსტა რიკა და უნგრეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები