„საქართველოს გზა ევროპისკენ“ ღონისძიებას ბორჯომიდან უერთდებიან
ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან თბილისის მიმართულებით 50-ზე მეტი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილით მოსახლეობა გაემგზავრა. აქციას, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გამოცხადებას უკავშიდება, ბორჯომიდან დაახლოებით, 2 000 ადამიანი შეუერთდება.
„სიხარულით მივდივართ, ჩვენ ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად ვიბრძვით. ჩვენი მიზანია ევროპას დავანახოთ, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას“,- ამბობენ „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ადგილობრივები.
მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად რუსთაველის ქუჩიდან, თბილისის მიმართულებით , დაახლოებით 10:30 სთ-ზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების და ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მოქალაქეების ჩამოყვანას “ქართული ოცნება” უზრუნველყოფს.