თბილისში “ქართული ოცნების“ ღონისძიებას ოზურგეთიდან 2000-ზე მეტი მხარდამჭერი უერთდება
საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად, თბილისში დაგეგმილ მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებაზე ოზურგეთიდან 2000-ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა.
კოლონა სოფელ ნაგომარის ცენტრში შეიკრიბა და თბილისისკენ დაიძრა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების და ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მოქალაქეების ჩამოყვანას “ქართული ოცნება” უზრუნველყოფს.