თბილისში “ქართული ოცნების“ ღონისძიებას ქუთაისიდანაც უერთდებიან
თბილისში დაგეგმილ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებას ქუთაისიდანაც უერთდებიან.
მოსახლეობა ქუთაისში სხვადასხვა ადგილას შეიკრიბა და გამთენიისას თბილისისკენ ერთდროულად დაიძრა.
“დაახლოებით 3700 წამომსვლელია აღრიცხული, მოდიოდნენ პარტიის ოფისში და გვთხოვდნენ, რომ შეგვეტყობინებინა მათთვის თბილისში ღონისძიების დაწყების დრო, რომ მოესწროთ ჩასვლა. თავიანთი სურვილით და ტრანსპორტით მოდიან “, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გრიგოლ დალაქიშვილმა.
“საქართველო არის ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა,საზეიმო ღონისძიებაა თბილისში და მივდივართ, რომ მივიღოთ მასში მონაწილეობა. მნიშვნელოვანი ფაქტია ევროსაბჭოს თავჯდომარეობა, ეს ქვეყანას პირველ რიგში ცნობადობას მოუტანს, შემდეგ კი ყველანაირ სიკეთეს”,- განაცხადა ქუთაისის მცხოვრებმა, ზვიად წაქაძემ.
დღეს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდან მხარდამჭერები მიიწვია და მათ ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფს.