ქობულეთში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლობა გაიხსნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლობის შენობა გაიხსნა.

ოფისში საგზაო დეპარტამენტის 90 მდე თანამშრომელი საქმიანობს. მშენებლობა სახელმწიფო შესყიდვით განხორციელდა და მისი ღირებულება 94 996 ლარს შეადგენს.

ობიექტი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მუხრან კაკაბაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა გახსნეს.

მიმდინარე წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის 12 მილიონი ლარზე მეტი დაიხარჯა. საავტომობილო გზებზე მოეწყო 15,7 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 24 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი, აშენდა 10 ახალი ხიდი და 42 ხელოვნური ნაგებობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები