სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა არტაანის გუბერნატორს უმასპინძლა
სამცხე- ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა თურქეთის, არტაანის პროვინციის გუბერნატორს მუსტაფა მასატლის დელეგაციასთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაცნობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო.
მხარეებმა რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ბესიკ ამირანაშვილმა მჭიდრო და ნაყოფიერ ორმხრივ თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ორ რეგიონს შორის ურთიერთობების განმტკიცება ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან, შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.