თამარ ჩუგოშვილი: კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, თუკი არჩევნები უსამართლოდ და მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდება
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, თამარ ჩუგოშვილი მმართველი გუნდის მოთხოვნას, რომელიც 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნების შერეული პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პროცესების ასე გაგრძელება არასწორია.
მისი თქმით, საჭიროა, რომ სისტემა არ იყოს უსამართლო და არჩევნები ჩატარდეს სწორად, გამართულად და დარღვევების გარეშე.
“ეს არის ყველაზე არასწორი ფორმა და მიდგომა, როგორც შეიძლებოდა რომ მთლიანად ეს პროცესი გაგრძელებულიყო… კრიზისებს რა გამოიწვევს? კრიზისს გამოიწვევს ერთადერთი რამ, თუკი უსამართლო საარჩევნო სისტემით და მნიშვნელოვანი დარღვევებით და ხარვეზებით ჩატარდება არჩევნები. ეს ორი რამ გამოიწვევს მხოლოდ და მხოლოდ კრიზისს. ამიტომ, საჭიროა, რომ სისტემა არ იყოს უსამართლო და არჩევნები ჩატარდეს სწორად, გამართულად და დარღვევების გარეშე. ამის ნაცვლად, იმის თქმა, რომ რაც უკვე წერია კონსტიტუციაში და რაც არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, ერთად გაკეთებული 2017 წელს, ჩვენი ჯერ კიდევ “ქართულ ოცნებაში” ყოფნის პირობებში, ისიც დგება სერიოზული რისკების და კითხვის ნიშნების ქვეშ,“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.