ზუგდიდში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაცატუში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„აღენიშნება თავის ტვინის დიფუზური დაზიანება. იმყოფება კომაში, მართვით სუნთქვაზეა“, – აცხადებს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია.

შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” უთხრეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები