ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა
ოზურგეთში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “ოზურგეთი პლაზა” გაიხსნა. სასტუმრო დამფუძნებელმა ლელა თოიძემ, მხარის რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად გახსნა.
სასტუმროში 22 ნომერი 44 სტუმარზეა გათვლილი, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. სასტუმროში არის საკონფერენციო დარბაზი და სრული კომფორტი საქმიანი შეხვედრების, სემინარების, ტრენინგების და კონფერენციების მოსაწყობად. აგრეთვე, არის გამწვანებული სივრცე და საზაფხულო ტერასა.
სასტუმროში 21 ადგილობრივი დასაქმდა.