რუსეთის საგარეომ კარასინის განცხადება თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე, უარყო – ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებით, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება.
ამის შესახებ რუდენკომ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რაიმე ახალის გახსნა არ იგეგმება. ასეთი ცენტრები თბილისში დიდი ხნის წინ ამოქმედდა და მშვიდ გარემოში მუშაობენ. ახალი არაფერი იხსნება, ამიტომ ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს“, – განაცხადა რუდენკომ.
თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე განცხადება, რუსეთის ფედერაციის წევრმა გრიგორი კარასინმა ნოემბრის ბოლოს გააკეთა.