ნიკა მელია: ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და მას სამართალთან არაფერი აქვს საერთო.

“არანაირი საერთო არ აქვს ამ ყველაფერს სამართალთან. ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება. ძალიან გაუჭირდათ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ვერ დამაპატიმრა ბიძინა ივანიშვილმა და დიდწილად ამ ყველაფერში მას ხელი შეუშალა ჩემმა დეპუტატობამ და სტატუსმა. მოიგონეს ეს საქმე, რომელიც თაროზე იდო მტვერდადებული. გავაგრძელებ ბრძოლას ისევე, როგორც 2014 წლიდან მოყოლებული ვაგრძელებდი ოლიგარქის წინააღმდეგ. არც მე არაფერი დამაკლდება და არც მათ დააკლდებათ რამე ჩემგან”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

დეპუტატებმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირეს.

​ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი “ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა.

მას სასჯელის სახით ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით განესაზღვრა. ამასთანავე მას, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები