აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა
აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი 350 მილიონ 94 ათას 300 ლარით განისაზღვრა. აქედან 39 მილიონ 269 ათას 700 ლარი საჯარო მოხელეების ხელფასებისთვის დაიხარჯება.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევროების სახით, აჭარის მთავრობა 2020 წელს 15 ათას ლარს გადაიხდის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდი 3 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განკარგავს.
აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 13 მილიონ 708 ათასი ლარით განისაზღვრა. ასევე, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სესხების მომსახურებისა და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაბრუნებისთვის ბიუჯეტში 3 მილიონ 606 ათას 500 ლარია გათვალისწინებული. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისთვის კი 310 ათას 900 ლარი.
2020 წელს აჭარის მუნიციპალიტეტები რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ჯამში 63 მილიონ 600 ათას ლარს.