რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები
კრასნოდარის ოლქში, რუსული მი-8 ჩამოვარდა. როგორც რუსულ მედიას წყარომ აცნობა, ვერტმფრენი რუსეთის ერთ-ერთ ძალოვან სტრუქტურას ეკუთვნის.
საჰაერო ჰომალდის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ორივე მათგანი დაღუპულია.
წინასწარი ვარაუდით, ავიაკატასტროფის მიზეზი ძლიერი ნისლი გახდა.
მომხდარის გამოსაძიებლად ადგილზე შესაბამისი კომისია გაემგზავრა.