ბორჯომი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართულ კამპანიას შეუერთდა
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ბორჯომში თემატური აქცია-გამოფენა გაიმართა.
აქტივობა მერიის გენდერზე პასუხისმგებელი პირის, ეკატერინე ბრონიკოვასა და ახალგაზრული საკრებულოს წევრების ორგანიზებით მოეწყო. მათ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.
აქცია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვა და ძალადობის აღმოფხვრა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, წამოწყებული 16 დღიანი კამპანია ბორჯომში სხვა ღონისძიებებითაც აღინიშნა, მოეწყო საინფორმაციო შეხვედრები, ასევე სპექტაკლის ჩვენებაც.