ბაკურციხე-გურჯაანის გზის მშენებლობა გრძელდება

ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) 15,5 კმ-იანი მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზას დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქ. გურჯაანში და სოფლებში: ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი.
ახალი გზა, შეამოკლებს და უფრო უსაფრთხოს გახდის გზას თელავიდან-თბილისამდე, რომელიც ამჟამად არის ვიწრო და გადის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე ვაზიანი-ბაკურციხე-გურჯაანის მონაკვეთზე.
სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ დროისთვის, აშენებულია 6 კმ. გზა და 6 ხიდი, ასევე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები.
პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.
პროექტის დასრულლების შემდეგ, გაუმჯობესდება ახმეტა-თელავი-ბაკურციხის გზის, გურჯაანის შემოვლითი 15.5 კმ-აიანი მონაკვეთის უსაფრთხოება და ხარისხი, მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები