სერგო რატიანი: სალომე ზურაბიშვილის განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და სამარცხვინოა

“ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

რატიანის თქმით, პრეზიდენტის განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და სამარცხვინოა.

“სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტად დაგვინიშნა იმისთვის, რომ გააკეთოს მსგავსი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები. ეს არის ის, რაც ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთი გვიდებდა თავში, რომ ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, ჩვენ შეიძლება გვქონდეს მცირე სამშობლო და შეიძლება გვქონდეს მცირე კულტურული ავტონომია, მაგრამ არ უნდა გვქონდეს სახელმწიფო. აი ამ სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას დღეს სამწუხაროდ, აკეთებს ქვეყნის პრეზიდენტი, რაც უახლოესი ისტორიაში არის სამარცხვინო განცხადება”,- განაცხადა რატიანმა.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები