ირაკლი სესიაშვილი: ჩვენს ღირსეულ ჯარისკაცებთან დაკავშირებით განცხადებები, ყოველთვის მეტი სიფრთხილით უნდა კეთდებოდეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

სესიაშვილის თქმით, ჯართან დაკავშირებით განცხადებები მეტი სიფრთხილით უნდა კეთდებოდეს.

“ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ კონტექსტი იყო განათლებასა და კულტურასთან შედარება, რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილით უნდა კეთდებოდს და ყოველთვის უნდა დავიცვათ ის ემოციები, რაც ჩვენს ღირსეულ ჯარისკაცებს უკავშირდება,” – განაცხადა სესიაშვილმა.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, არქეოლოგიით, რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები