“შეწყვიტე ძალადობა გოგონებისა და ქალების მიმართ“ – ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ფორთოხლისფერი მსოფლიო – შეწყვიტე ძალადობა გოგონებისა და ქალების მიმართ“ – აქციის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში დასკვნითი შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ, ანნა მდინარაძემ, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, მათ საკანონმდებლო უფლებებზე ისაუბრა.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონები ესწრებოდნენ

ღონისძიების მონაწილეებმა სლოგანი “მე ვებრძვი ძალადობას“ ფურცელზე გადაიტანეს და სიმბოლურად საღებავით ანაბეჭდები გააკეთეს

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, საჯარო მოხელეებმა, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ხულოში მცხოვრებ მოსახლეობას ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს, ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობებზე, მათი აღმოფხვრის გზებზე ესაუბრნენ.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები