2020 წელს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზრდება
თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2 მლნ. ლარით გაიზარდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ნათია ვაყელიშვილმა საზოგადოებას 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინეს და 2020-2023 წლებში განსახორციელებელი პრიორიტეტები გააცნეს. ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება,კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – ეს ის საკითხებია, რომლებიც 2020 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტულ საკითხებად დასახელდა.
„ძალიან ბევრი კითხვა დაისვა. მანამდე იყო საკრებულოს მხრიდან გარკვეული რეკომენდაციები და შენიშვნები, მერიის მიმართ გადმოგზავნილი, რაც გავაცანით დამსწრე საზოგადოებას და გავითვალისწინეთ“,- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

„პრიორიტეტები თითქმის იგივე რჩება,რაც წინა წელს იყო,გარემოს გაუმჯობესება,კეთილმოწყობა კიდევ უფრო მეტად ჩვენი მუნიციპალიტეტის,ასევე ტურიზმის განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვის ატის თანხები გამოყოფილი“,- განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძემ.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა “NDI-ს და USAID-ს მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა “NDI-ს და USAID-ს მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.