ტრამპის იმპიჩმენტი: აშშ-ში ორი მუხლისგან შემდგარი ბრალდებათა პროექტი წარადგინეს
აშშ-ის დემოკრატიული პალატის წევრებმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ორი მუხლი გაასაჯაროვეს, რომლებშიც ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ Politico. წერს.
დემოკრატებმა განაცხადეს, რომ ტრამპი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე მაღლა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს აყენებდა, როდესაც უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა.
„აქ ვართ იმისთვის, გითხრათ, რომ პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების მუდმივმა ბოროტად გამოყენებამ არჩევანი არ დაგვიტოვა. უმოქმედობა ჩვენ ამის თანამონაწილედ გაგხვდიდა, რაც საზოგადოებაში ჩვენს ნდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას შეასუსტებდა“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე დაზვერვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა.
პროცედურულად, მუხლებს მხარი სასამართლო ხელისუფლების საკითხთა კომიტეტმა უნდა დაუჭიროს, მომდევნო კვირას კი, წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა გაიმართება, სადაც დემოკრატებს უმრავლესობა აქვთ.
იმ შემთხვევაში თუ მუხლები წარმომადგენელთა პალატაში იქნა დამტკიცებული, მათი განხილვა სენატს გადაეცემა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკური პარტიის წევრები წარმოადგენენ.