დავით ზალკალიანმა მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში (რეზიდენციით ბაქოში) მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან, ბატონ გეორგე ლეუკასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხი, სამომავლო პერსპექტივები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური თემებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო და მოლდოვას თანამშრომლობაზე ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიზნებთან დაკავშირებით. ამ მხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2019 წლის 5 დეკემბერს, ბრატისლავაში ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების მნიშვნელობას ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები