ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის – თელავში საინფორმაციო აქცია გაიმართა

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს თელავის სახალხო დამცველის აპარატი ქუჩის საინფორმაციო აქციით შეუერთდა.
თელავის თეატრთან შეკრებილი მოსწავლეები და სტუდენტები ადგოლობრივებს საინფორმაციო ხასიათის შემცველ ბუკლეტებს ურიგებდნენ და მათ დღევანდელი დღის მნიშვნელობას აცნობდნენ.
“თემატურად დღევანდელ დღეს ვეცადეთ აქცენტი გაგვეკეთებინა სკოლის მოსწავლეებზე და სტუდენტებზე
რომლებმაც გამვლელებს დაურიგეს ადამიანის უფლებების შესახებ არსებული უფლებები და გააცნეს ინფორმაცია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით”-აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში – ნათია ფიცხელაურმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები