მამუკა მდინარაძე: ალექსანდრე ერქვანიას უმრავლესობიდან წასვლა მოულოდნელი არ იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ალექსანდრე ერქვანიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, გუნდიდან ალექსანდრე ერქვანიას წასვლა მოულოდნელი არ იყო.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ის ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობის რიგებში და გუნდიდან მისი წასვლა მოსალოდნელი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ “ნაცმოძრაობის” სხვადასხვა სატელიტი ებრძვის ეკლესიას, ხატებიც კი გამოაქვთ აქციაზე. მოთხოვნა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად შევუტიოთ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან, შეიძლება ლეგიტიმურიც იყოს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ ვიშურებთ ძალ-ღონეს იმისათვის, რომ ეკლესიის მიმართ ჩვენი დამოკიდებული იყოს სწორად ტირაჟირებული საზოგადოებაში,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დატოვა. მისი თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის საარჩევნო სისტემის საკითხიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები