საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურები დაიწყო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაწყებულია.
როგორც „რეგიონულ კვირას“ უწყებაში განუცხადეს, საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება, უწყება კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ციხეში, ზუგდიდის მცხოვრები 31 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ვერსიით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ამ ცნობის ოჯახს არ სჯერა.
ახალგაზრდა მამაკაცი, დედის განმარტებით, საფრანგეთში სამუშაოდ იყო წასული.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.