კარლ ჰარცელი: საარჩევნო სისტემაზე დიალოგში ევროკავშირი მოდერატორია და რომელიმე მოდელს არ ვიცავთ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, საარჩევნო ცვლილებებზე დიალოგში, ევროკავშირი მოდერატორია და რომელიმე მოდელს არ ემხრობა.

ის იმედოვნებს, რომ ამ პროცესებში წინსვლა იქნება.

„უახლოეს დღეებში ვნახავთ, თუ რა მონახაზი გააკეთა სხვადასხვა პარტიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული დისკუსია ამ საკითხზე. გავაგრძელებთ წინსვლას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ წინ წასვლაა საჭირო. გუშინ ევროპარლამენტარებისგან მოისმინეთ იმედი, რომ შეთანხმება შედგება. ევროკავშირი ამ დიალოგში არის მხოლოდ მოდერატორი და ჩვენ არ ვიცავთ რომელიმე მოდელს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები