“ვფიქრობ, პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც წარსულში უმძიმესი გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული”

ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც წარსულში უმძიმესი გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება მოსამართლეობის იმ კანდიდატების მხარდაჭერაც, რომლებსაც სასამართლო სისტემის პრობლემებსა და გამოწვევებზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.

“ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს იმ კანდიდატებს, რომლებსაც წარსულში მიღებული აქვთ უმძიმესი გადაწყვეტილებები და დღესაც არა აქვთ პასუხი, თუ რატომ იღებდნენ ამ გადაწყვეტილებებს. ასევე არ უნდა დაუჭიროს პარლამენტმა მხარი იმ კანდიდატებს, რომლებსაც წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ, რომ ეს რაღაცა სისტემის ბრალი იყო, თავიანთ ინდივიდუალურ როლს და მონაწილეობას ამ სისტემის შექმნაში ვერ ხედავენ. ასევე არ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ კანდიდატებს, რომლებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ სასამართლო სისტემის პრობლემებზე, გამოწვევებზე და მათ ინდივიდუალურ როლზე ამ სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები