“მოხარული ვარ რომ კიდევ ერთხელ ვარ ლამაზ იმერეთში” – ბრიტანეთის ელჩი ზვიად შალამბერიძეს შეხვდა
სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა. ჯასტინ მაქენზ სმიტმა და ზვიად შალამბერიძემ იმერეთში არსებულ ტურისტულ პოტენციალზე, განათლების სფეროსა და წყალტუბოს განვითარების გეგმაზე ისაუბრეს. ბრიტანეთის ელჩის თქმით, მოძრავი საელჩოს პროექტმა რამდენიმე რეგიონი მოიარა და ქუთაისში დასრულდა.
„მოხარული ვარ რომ კიდევ ერთხელ ვარ ლამაზ იმერეთში, ჩემი ვიზიტი ეს არის ნაწილი ჩვენი 2019წლის ბრიტანული სეზონი სსაქართველოში.ჩვენი სეზონის ფარგლებში ,რასაც საოცარი სიახრულით ვუერთდები.ეს არის რეგიონებში გასვლა. მაგალითად აჭარა ,კახეთი სამცხე-ჯავახეთი და ბოლოს რათმქმაუნდა იმერეთი.ჩვენმა მოძრავმა საელჩოებმა თითქმის მთელი საქართველო შემოარეს.უკვე არსებო ბს ძლიერი,თბილი და ორმხრივი ურთიერთობა იმერეთსა და დიდ ბრიტანეთს შორი,.ქუთაისსა და ნიოუპორტს შორის სხვადასხვა სფეროში,საგანმანათლებლო ,სპორტის,კულტურისა და ბიზნესის სფეროებში.როგორც ბრიტანეთის ელჩს მე მსურს კიდევ უფრო გავაფართოვო ეს კავშირები.“-აღნიშნა ბრიტანეთის ელჩმა.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, ელჩთან რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
„ ბრიტანეთის დღეების ფარგლებში გვეწვია ბრიტანეთის ელჩი. საინტერესო პროექტია, რასაც ახორციელებენ ბოლო პერიოდში, ეს არის კიდევ უფრო დაახლოვება ხალხთან, რადგან მათგან მიიღონ ინფორმაცია რაც აინტერესებთ. ამის გარდა, ვისაუბრეთ იმერეთის ტურისტულ პოტენციალზე, რაც მნიშვნელოვანია და რასაც ხელს უწყობს ჩვენი აეროპორტი. ის პირდაპირი რეისები, რაც უკვე არის და კიდეც დაგეგმილია მომავალში. ვისაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტზე რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს, ასევე წყალტუბოს განვითარების პროექტზე“, -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.