ქუთაისში ავარია მოხდა – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

0

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, „ნისანის“ მარკის ავტომობილი ცენტრალურ გზაზე მოძრავ „მერსედესს“ დაეჯახა, რის შედეგადაც კიდევ სამი ავტომობილი დაზიანდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს და საავტომობილო მოძრაობის დამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.

კომენტარები

კომენტარი