ჩილეში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 38 ადამიანი
ჩილეს კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ანტარქტიკაში ავიაბაზაზე მიფრინავდა, ჩამოვარდა.
ბორტზე 21 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაღუპულად მიიჩნევა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჩილეს სამხედრო საჰაერო ძალების Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.
ბორტზე მყოფი ადამიანების დაღუპვის შესახებ გადაწყვეტილება 7-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იქნა მიღებული.
S-130 ქალაქ პუნტა-არენას „ჩაბუნკოს“ ბაზიდან გაფრინდა და ანტარქტიკის ავიაბაზაზე მიფრინავდა.
„ჰერკულესი“ – აშშ- ის სამხედრო საშუალო და შორი მანძილის თვითმფრინავია, რომელიც ნატოს, ასევე სხვა ქვეყნების აღჭურვაშია. ჩილეს სამხედრო ძალებს 7 მსგავსი ტიპის თვითმფრინავი ჰყავთ.