კურორტ “გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო
კურორტ “გოდერძის“ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ დროისთვის კურორტზე სრულიად ახალი საავტომობილო გზის გაყვანის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
ახალი გზა საინვესტიციო მიწის ნაკვეთებს ერთმანეთთან დააკავშირებს. მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ “გოდერძიზე“ 1320 მ ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებზე 8 ადამიანია დასაქმებული. პროექტი აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 755 555 ლარით ფინანსდება.