ანა დოლიძე: მოვითხოვთ, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები სიღრმისეულად შეისწავლოს
მოვითხოვთ, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასები სიღრმისეულად შეისწავლოს,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფასების შესწავლის შესახებ კონკურენციის სააგენტომ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, თუმცა უწყებას მონიტორინგის შედეგები დღემდე არ გამოუქვეყნებია.
“ფასების შესწავლის შესახებ კონკურენციის სააგენტომ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, თუმცა უწყებას მონიტორინგის შედეგები დღემდე არ გამოუქვეყნებია. ახლახანს დაინიშნა ახალი უფროსი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ერთ თვეს, შეასრულონ საკუთარი დაპირება და ხალხს აუხსნან, რამდენად ნორმალური და სამართლიანია, როცა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვიურად ჯავრობს, რომ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი წამალი ვერ შეიძინოს. მოვითხოვთ, სააგენტომ სიღრმისეულად შეისწავლოს ბაზრის მდგომარეობა”, – განმარტა ანა დოლიძემ.