აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, ბათუმის დელფინარიუმი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს რეგულარულად უმასპინძლებს
უკვე მეორედ, აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ბათუმის დელფინარიუმის შოუს უსასყიდლოდ დაესწრნენ. აღნიშნულ წამოწყებას ექნება რეგულარული ხასიათი და მასში აჭარის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.
აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის დელფინარიუმს შორის გაფორმა მემორანდუმი, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსწავლეების უსასყიდლოდ დასწრების ორგანიზება დელფინების საგანმანათლებლო შემეცნებით შოუზე.
ამ წამოწყებაში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მოსწავლეები ჩაერთვებიან.
აღნიშნულ ინიციატივას ორგანიზებას უწევს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, სევე ბათუმის მერია. ბავშვების უსაფრთხო გადაადგილება საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო, ხოლო ტრანსპორტით მომსახურებაზე ბათუმის მერიის სატრანსპორტო სამსახურმა იზრუნა.