მამუკა მდინარაძე “ტვპირველის” ეთერში: გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საკუთარი სურვილით ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში ჩაერთო და ტელეკომპანიაში გუშინ გასულ სიუჟეტზე განმარტებები გააკეთა.
„ჩემი სურვილი იყო დღეს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პირდაპირი ჩართვა გამეკეთებინა. იმიტომ, რომ როგორც ჩანს “ნაცმოძრაობამ” და მასთან აფილირებულმა სხვადასხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, ბევრი მცდელობის და საყოველთაო მობილიზაციის მიუხედავად 1000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს ქუთაისში და როგორც ჩანს, ეს ჩემი ეჭვია, ძალიან სუბიექტური ვარ ამ შემთხვევაში, ტელეკომპანიამ, სამწუხაროდ ტენდენციურობის ფარგლებში, ალბათ რეალურად იცოდით, მაგრამ კიდევ უფრო გაგიმყარდათ რწმენა იმის შესახებ, რომ ნაცმოძრაობა რეალურად ეზიზღება ხალხს, წარსულში დაბრუნება არავის უნდა და გადაწყვიტეთ, რომ ახლა სხვა კუთხიდან დაარტყათ „ქართულ ოცნებას” და პორტირებულ ნაციონალებზე გააკეთეთ სიუჟეტი. გუშინ სამი ადამიანის გვარი დასახელდა პორტირებულ “ნაციონალებში” და მათ შორის ვიყავი მე, გოგა გულორდავა და გიორგი კახიანი. ერთი თხოვნა მაქვს – სხვა დროს, როცა ჩემზე პორტირებულ “ნაცებში” ჩასმას დააპირებთ და ასეთ სიუჟეტებს და ჩართვებს გააკეთებთ, ცოტა მეტი ინფორმაცია მოიძიეთ და მოუყევით საზოგადოებას ნაცმოძრაობის პირველი შეწინააღმდეგების დროს როგორ დამიჭირეს, მერე ჩემთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ როგორ იყო მოსამართლეც დაპატიმრებული, როგორ გამაქციეს ქვეყნიდან და რას ვაკეთებდი მთელი ამ წლების განმავლობაში. ადამიანები მილიონ სიბინძურეს კადრულობენ და რა უნდა მოძებნონ ახლა მამუკა მდინარაძის ბიოგრაფიაში? თურმე 2004 წლამდე გამომძიებელი ვიყავი, დიახ, ვიყავი და შემდეგ გავხდი ადვოკატი. ზოგიერთ ჩვენი კოლეგა კადრულობს და ამბობს, რომ მაშინ ვითომ რაღაც საქმეებს ვალაგებდი და “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებულ ადვოკატად მიხსენიებს, სასწაულებს კადრულობენ! ვინც ჩემზე ამას იტყვის, ამას იქით უფრო მეტი სიბინძურე არ არსებობს. გთხოვთ, ცოტა მოიძიოთ ჩემს შესახებ ინფორმაციები და ისე მიაწოდოთ საზოგადოებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები