“თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს “- თელავის თეატრის წინ აქცია გაიმართა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თელავის თეატრის წინ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ ექიმის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები განახორციელოს.

“ექიმებს არასდროს ეხებოდნენ და ეს ქმედება უკანონობაა. დააკავეს კაცი, რომელიც დასახმარებლად გადავიდა საზღვარზე. ვფიქრობ,რომ ყველა ადამიანი უნდა გამოვიდეს ამ ფაქტის გასაპროტესტებლად”- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ,თამაზ ხალხელაურმა.

ცნობისთვის, ექიმი ტრავმატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი, ცხინვალთან ახლოს მდებარე, სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები