მამა სვიმონ ქავთარაძეს მოსამართლემ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ირაკლი აბშილავამ პროკურორ მარიამ ქორიძის შუამდგომლობა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის, სვიმონ ქავთარაძის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სრულად გაიზიარა.
სახელმწიფო ბრალდება ბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად შეძენა-შენახვას ედავება. პროკურორ მარიამ ქორიძის განცხადებით, მალანიამ და ქავთარაძემ ჯგუფურად წინასწარ ორგანიზებულად შეიძინეს ნარკოტიკული საშუალებები.
დაცვის მხარემ აღკვეთის სახით 20 000 ლარის ოდენობით გირაო და სასულიერო პირების შუამდგომლობა დააყენა.
პროცესს თავად ბრალდებული ბერი სვიმონ ქავთარაძეც ესწრებოდა.
სვიმონ ქავთარაძე თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.
წინასასამართლო სხდომა ნარკოდანაშაულზე დაკავებული ორივე პირის საქმეზე 8 იანვარს 13:00 საათზე ჩაინიშნა