დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა -შენახვის ბრალდებით დაკავებული ბერის – სვიმონ ქავთარაძის აღკვეთის ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.
მამა სვიმონ ქავთარაძის ადვოკატის, ჯუტა გულუას განცხადებით, პროკურატურა აღკვეთის სახედ პატიმრობას მოითხოვს, თუმცა მას მიაცნია, რომ პატიმრობის საფუძველი არ არსებობს და შესაბამისი შუამდგომლობის დაყენებასაც აპირებს.
“პროკურატურა შესულია სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაონაზე, ბუნებრივია მე მექნება შ
უამდგომლობა მამაოს მიმართ არ იქნეს პატიმრობა გამოყენებული, რისთვისაც მაქვს დასაბუთებული საფუძვლები. ნამდვილად არ არსებობს დაპატიმრების გამოყენების საფუძველი. ძალიან ცუდად არის, იმ სულიერმა მდგომარეობამ რასაც ვერ გაუძლო, გამოიწვია ნეგატიური მოვლენები. მისი სურვილია დაესწროს პროცესს”, – ამბობს ბერის უფლცბადამცველი.
ადვოკატის ინფორმაციით, სასულიერი პირები მზად არიან თავდებში დაუდგენ ბერმონაზონს.
ცნობისთვის, მამა სვიმონ ქავთარაძის სასამართლო პროცესს სასულიერო პირებიც ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომშეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, გიგა ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ბერმონაზვნის მამაც ფიგურირებდა, რომელიც 10 დღის წინ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ამ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ პირს, რომან მალანიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.