ზვიად შალამბერიძემ და ბულგარეთის ელჩმა ქუთაისში ბულგარელი საზოგადო მოღვაწის მემორიალური დაფა გახსნეს
სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლაში ბულგარელი საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე სტოიანოვის მემორიალური დაფა გახსნეს.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გამორჩეული მასწავლებლის, ისტორიკოსისა და მეცნიერის ალექსანდრე სტოიანოვის ცხოვრება და მოღვაწეობაა ასახული. მან ქართული ენისა და მრავალი სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
ბროშურის შექმნა და მემორიალური დაფის განთავსება ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს და ელჩის ინიციატივით, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ქუთაისის რესურსცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნული ქართველ და ბულგარელ ხალხს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და თანამშრომლობას კიდე უფრო გააღრმავებს.
ალექსანდრე სტოიანოვი 1879 წლიდან ქუთაისის მაშინდელ ვაჟთა რუსულ კლასიკურ გიმნაზიას (ქუთაისის №1 საჯარო სკოლა) ხელმძღვანელობდა.