ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დაკავებულ ბერს სვიმონ ქავთარაძეს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ინფორმაციას ბრალდებულის უფლედამცველი, ჯიტა გულუამ გაავრცელა.
„მამა სვიმონს ბრალი წარედგინა. ის ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები ეკუთვნის მას და წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს“- განაცხადა ჯიტა გულუამ.

შეგახსენებთ, უგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს – რომან მალანია და ათონის მთაზე მოღვაწე, 32 წლის ბერი – სვიმონ ქავთარაძე, რომელსაც ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ამ წუთებში წარუდგენენ ბრალს.
რომან მალანიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის სახით,  10 ათასი ლარიანი გირაო გუშინ შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები