ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ, ათონის მთაზე მოღვაწე ბერს გიგა ქავთარაძეს, ამ წუთებში, ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
“თუ რა სახის აღკვეთი ღონისძიების შუამგომლობით შევა პროკურატურა სასამართლოში, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რა შუამდგომლობითაც არ უნდა შევიდეს, ანუ თუ იქნა ღკვეთი პატიმრობა მოთხოვილი, ჩემი პოზოცია იქნება საპირისპირო, ანუ არაფრით არ უნდა იქნეს მამაოსადმი პატიმრობა გამოყენებული. რამეთუ არსებობს საშეღავათო გარემოებები, პროცესუალური საშეღავათო ნორმა ითვალისეინებს გამოყებებულ იქნას უფრო მუბუქი ღონისძიება. დარწმუნებული ვარ სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან. რამეთუ თავად მოიხსენიებდნენ ამ პიროვნებას, როგორც ლეგენდას. მამაოც ჩვეულებრივი ადამიანია და მას აქვს მძიმე სულიერი მდგომარეობა, ფაქტიურად ბავშვი იყო როდესაც ბერად აღიკვეცა”- განაცხადა ბერის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ იზოლატორში შესვლამდე.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, გიგა ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა. ამ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ პირს რ.მ-ს სასამართლომ აღკვეთის სახით 10 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ამისათვის 30 დღიანი ვადა მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე იგი საპატიმროში დარჩება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები