ბორჯომში გზის დეკორატიული მოაჯირები გაკეთდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, წელს, ქალაქში გზის გამყოლი დეკორატიული მოაჯირები დამონტაჟდა.

მოაჯირები, რუსთაველის, ზეინკლიშვილის, თორისა და მესხეთის ქუჩაზე, მოეწყო. ასევე, სოფ ვარდგინეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხმავლო ბილიკს. ადგილზე დაიგო კრინა-ბეტონის საფარი და მოეწყო მოაჯირები.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები