ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, დააკავეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” პროკურატურაში განუცხადეს, პოლიციელი გუშინ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს.
უწყების განცხადებით, გამოძიება სსსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მამაკაცს ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარედგინება.
ფაქტი რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუში მოხდა.