ენძელა მაჭავარიანი: არც გერმანულ, არც ფრანგულ მოდელს ვეღარ მივიღებთ, მე მხარს ვუჭერ შერეულ სისტემას
მე მხარს ვუჭერ შერეულ სისტემას და პროპორციულს მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ ეს იყო ხალხის მოთხოვნა, არ მიმაჩნია, რომ არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით უნდა იყოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, შეკრება და საუბარია საჭირო.
“მათ აქვთ ამის უფლება და მე ვერ გეტყვით, რატომ გააკეთეს ეს ინიციატივა, შევიკრიბებით და ვისაუბრებთ. ისედაც დამთავრებული იყო საუბარი ამ თემაზე იმიტომ, რომ ჩვენ აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ეს ცვლილება, არც გერმანული არც ფრანგული და ახალ მოდელს ვეღარ მივიღებთ. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ პრინციპით უნდა ჩავატაროთ არჩევნები. მე მხარს ვუჭერ შერეულ სისტემას და პროპორციულს მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ ეს იყო ხალხის მოთხოვნა. არ მიმაჩნია, რომ არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით უნდა იყოს,” – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.