გუჯარეთის ხეობაში შვიდ ოჯახს მზის პანელები დაუმონტაჟდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გუჯარეთის ხეობის სოფლის მცხოვრებლები ელექტოენერგიას პირველად მიიღებენ.
ხეობაში მცხოვრები 7 ოჯახისთვის ადგილზე ინდივიდუალური მზის პანელების მონტაჟი მიმდინარეობს.
ამიერიდან ადგილობრივები მზის უსაფრთხო და უფასო ენერგიით ისარგებლებენ.
ხეობის სოფლები დიდი ხანია დაცლილია მოსახლეობისგან. ინიციატივა მოსახლეობის დამაგრებასა და ადგილზე სოფლის მეურნეობის განვითრებაზე დადებითად იმოქმედებს.