ახალგაზრდულ კვირეულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ 

დაუთმე გზა!!! – ამ გზავნილით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში ზებრა გადასასვლელებზე აქცია – პერფორმანსი გამართეს.

აქციით ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მიმდინარე ახალგაზრდულ კვირეულს შეუერთდა.
აქციის მონაწილეთა თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად ჩაერთო კვირეულში:

„მიგვაჩნია, რომ ევროპა გზის დათმობასთან ასოცირდება. ჩვენი აქცია-პერფორმანსიც მანიშნებელი სიმბოლოებით – „გზა დაუთმე“ და „მადლობა“ ამას უკავშირდება,”- განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა გვანცა ნარიმანიშვილმა.

ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’’, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.

ახალგაზრდული კვირეული 14 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები