ნინო ლომჯარია: ოპოზიციის მიერ მომზადებულ საარჩევნო ცვლილებებს ეუთო/ოდირს დიდი ალბათობით, ორშაბათს გავუგზავნით

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ეუთო/ოდირს, სავარაუდოდ, ორშაბათს გადაეგზავნება.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ტექნიკური საკითხები წესრიგდება.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს პროცედურები. არსებობს გარკვეული ტექნიკური მხარეები, რომელზეც დღეს ჩვენ ვზრუნავთ. ახლა სიღრმეებში არ ჩავდივარ, მაქსიმალურად დაჩქარებულად ვცდილობთ, რომ ოფიციალური დოკუმენტი ოდირს გადავუგზავნოთ.

გარკვეული ტექნიკური პროცედურები არის, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და ალბათ, ყველაზე ბოლო ვადა ჩვენ რაზეც გვაქვს ორიენტირებული, დიდი ალბათობით, ორშაბათი იქნება. ორშაბათს ჩვენ უკვე გაგზავნილი გვექნება.
​ამაზე კონკრეტული ვადები არ გვაქვს, თუმცა ჩვენი თხოვნა იქნება, ეუთო/ოდირის მიმართ, რომ დაჩქარებული წესით განიხილონ იმიტომ, რომ მათ შორის მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტზე, რამდენიმე კვირაში ეუთო/ოდირმა მოგვიმზადა თავისი დასკვნა გამონაკლისი წესით”, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები