მიხეილ ყაველაშვილი: სისტემების შინაარსში უნდა შევიდეთ, რათა გავიგოთ ჩვენი ქვეყნისთვის რომელი სისტემა იქნება უპრიანი

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი იმ მაჟორიტარი დეპუტატებიდან ერთ-ერთია, რომელიც მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს.

მისი თქმით, მათი ინიცირებული საარჩევნო მოდელის პრინციპი ამერიკული მოდელია.

“პრინციპი ამერიკული მოდელია, სადაც ორპალატიანი პარლამენტი იქნება, ზედა და ქვედა პალატა. სენატი და რესპუბლიკის საბჭო იქნება და განსხვავებული მიდგომები იქნება, რატომ მაჟორიტარული, პირდაპირი წესით. აუცილებელია, სისტემების შინაარსში შევიდეთ, რომელი სისტემა უფრო უპრიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის,” – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი და სხვა 9 მაჟორიტარი უმრავლესობის ლიდერების წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაინც დაარეგისტრირებენ. მაჟორიტარები მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვებას უკვე იწყებენ.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილი იმ დეპუტატთაგან ერთ-ერთია, რომელმაც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები