ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და ამბობს, რომ ამერიკა მხარს უჭრს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის პროცესის დაწყებას. ამის შესახებ რუდმა ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
,,აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში. სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერთ დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში. ასევე იმედი გვაქვს, რომ პოლიცია თანაბრად უპასუხებს ყველა ამ ნიშანს”, – ამბობს ელიზაბეთ რუდი.