ლუიზა ვინტონი პროპორციულ არჩევნებზე: იყო დაპირება, რომ ასეთი სისტემა იქნებოდა და ველოდებით, პირობის შესრულებას
გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი მიიჩნევს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ყველა პოლიტიკურ პარტიას თავისი თავის წარმოჩინების საშუალებას მისცემს.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს აღნიშნული საკითხის გარშემო ბევრი ნეგატიური მოვლენა განვითარდა, რაც მოლაპარაკებით უნდა მოგვარდეს.
“პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ყველა პოლიტიკურ პარტიას მისცემს წარმოჩინების საშუალებას, რაც დადებითი მოვლენაა. იყო დაპირება, რომ მოხდებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება და ჩვენ ველოდებით, რომ ეს პირობა შესრულდება.
ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ ძალადობამ შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო. იმედი გვაქვს, რომ ამ მდგომარეობის მოგვარება მოლაპარაკებების გზით მოხდება“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.